ენერგოომბუდსმენი GWP-ის რეკომენდაციით მიმართავს, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები უზრუნველყოს ალტერნატიული  წყაროებით

ენერგოომბუდსმენი GWP-ის რეკომენდაციით მიმართავს, მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანების გამოსწორებამდე, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები უზრუნველყოს ალტერნატიული წყაროებით.

როგორც ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენერგოომბუდსმენის აპარატში უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა იმასთან დაკავშირებით, რომ წყალმომარაგების შეწყვეტის გამო მოქალაქეებს საკუთარი ხარჯით უწევთ წყლის შეძენა.

„ენერგოომბუდსმენის აპარატში უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა კერძო ბიზნესის (კონკრეტულად: სილამაზის სალონები, სამრეცხაოები, კვების ობიექტები) და მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ წყლის ავარიული შეწყვეტის გამო, ვერ აიღეს მინიმალური რესუსრსი. შესაბამისად, უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება წყლის შესაძენად, ხოლო მოქალაქეები უბნის მაღაზიებში სასმელ წყალს ვეღარ შოულობენ. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება მომხმარებელთა უფლებებზე.

ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს კომპანიას, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები უზრუნველყოს ალტერნატიული წყაროებით (წყალმზიდებით),“-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს მგალობლიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური წყალმდენის განმეორებით დაზიანების გამო, თბილისის ცენტრალური უბნების რამდენიმე ქუჩა კვლავ სასმელი წყლის გარეშე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ადგილზე მაგისტრალური მილი 3 ივნისს დაზიანდა და შპს ,,ჯორნიან უოთერ ენდ ფაურმა" შეძლო მისი რეაბილიტაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს