FAO - ფერმერთა 96% ფლობს ინფორმაციას ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის შესახებ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 3687 ფერმერი გამოიკითხა - ფერმერთა 96% ფლობს ინფორმაციას ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის შესახებ.

როგორც FAO -ს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ - 52%-ს შეადგენდა, რაც კვლევებს შორის 44%-იან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ამასთან, საყურადღებოა, რომ ინფორმაცია პროგრამის შესახებ თანაბრად აქვთ ქალებსა და მამაკაცებს მთელს ქვეყანაში.

კვლევის თანახმადვე, ქვეყანაში მაღალია იმ ადამიანთა პროცენტული წილი, რომლებმაც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნები სწორად დაასახელეს.

„35% მიიჩნევს, რომ პროგრამის მთავარი მიზანი, ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა, აღნიშნული მაჩვეენებლი 8%-ითაა მომატებული. თითქმის გასამმაგებულია იმ ფერმერების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პროგრამის პრიორიტეტი ცხოველთა და ადამინების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ასევე, ცხოველური პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაა. კვლევითვე ჩანს, რომ დაბალია იმ გამოკითხულთა ოდენობა, რომლებიც პროგრამის მიზნად სოციალური დახმარების მოხსნას (1%) ან სახელმწიფოს მხრიდან დამატებით სხვა სახის გადასახადების დაწესებას მოიაზრებენ (3%),“-აღნიშნულია კვლევის შედეგებში.

ამასთნ, კვლევა აჩვენებს, რომ მაღალია იმ ფერმერების რიცხვიც, რომლებიც სახელმწიფო რეგულირების ქვეშ და პროგრამასთან კავშირში საკუთარ ვალდებულებებს ხედავენ. ასე მაგალითად, გამოკითხულთა 71%-მა იცის, რომ ცხოველთა იდენტიფიკაცია სავალდებულოა, 64%-კი თვლის, რომ ფერმერმა უნდა აწარმოოს ჩანაწერების წიგნი, სადაც შეიყვანს ინფორმაციას ცხოველთა ჯანმრთელობის, ნამატისა და მკურნალობის შესახებ.

ცნობისთვის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა, რომლის ფარგლებში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება და ვაქცინაცია ხდება, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და მის დანერგვას FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა