არჩილ თალაკვაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - ოპოზიციამ ყველაფერი სცადა, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკური განზომილება მიეცა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხორვას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მართლმსაჯულების აღსრულების მხრივ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება შესაძლო სამოხელეო გადაცდომებს, თალაკვაძის განცხადებით, თუ ასეთი დაფიქსირდა, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

"რა თქმა უნდა, ოპოზიციამ ყველაფერი სცადა, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკური განზომილება მიეცა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მათ სცადეს, რომ ტოლობის ნიშანი დაესვათ ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმესა და გირგვლიანის საქმეს შორის, თუმცა ეს არ მოხერხდა, რადგან გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა კითხვაზე ობიექტური პასუხი გაეცა, რითაც ოპონენტების მცდელობა გაბათილდა. რაც შეეხება შესაძლო სამოხელეო დანაშაულს, ამ კუთხით პასუხი პოლიტიკოსების გასაცემი არ არის. თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ამ მხრივ და თუ კითხვები ტრაგედიის მონაწილე ოჯახებს დარჩათ, ამაზე საგამოძიებო ორგანოები აუცილებლად მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა