გია ვოლსკი - მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, არის პოლიტიკური ფანდი

მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, არის მცდარი და პოლიტიკური ფანდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი შეთავაზებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, კლიჩკო სააკაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობებზე სრულ ინფორმაციას არ ფლობდეს.

„ეტყობა კლიჩკომაც არ იცის კარგად, რამდენი მძიმე მუხლით არის გასამართლებული და ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავისი პოზიცია გააჩნია. მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, არის მცდარი და პოლიტიკური ფანდი, რომელიც უნდათ გაათამაშონ ჩვენმა ოპონენტებმა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, მისი პარტია „უდარ“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

„მე დავრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ვთავაზობ“, - განაცხადა კლიჩკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა