აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციაზე განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

ის ფაქტი, რომ რეზოლუციის ინიციატორი არის 40-ზე მეტი ქვეყანა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ ყურადღებაზე მიანიშნებს, რომელიც მუდმივად აფიქსირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას.

აღნიშნული რეზოლუცია არის მკაფიო გზავნილი, რომ საკუთარ სახლებში დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები მუდმივად გაერო-ს დღის წესრიგშია, რაც საქართველოს მთავრობის ნაყოფიერი მუშაობის უდავო შედეგს წარმოადგენს, ვინაიდან საქართველო არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა დასავლურ სტრუქტურებთან, როგორც დღეს და რეზოლუცია, რომელიც თანასპონსორობიდან გამომდინარე 40-ზე მეტი ქვეყნის პირად ინიციატივას წარმოადგენს, ამის პირდაპირი დადასტურებაა.

ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება სამართლიანობის აღდგენაში“, -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს