მიხეილ კალანდია უარყოფს, რომ მიმალვას გეგმავდა

მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა განაცხადა.

კოტეტიშვილი შსს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც მეზვრიშვილი აცხადებს, რომ დაკავებამდე მიხეილ კალანდია მიმალვას ცდილობდა.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ ფაქტს კატეგორიულად უარვყოფ. წინა დღეს, სანამ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ, ოჯახთან ვისაუბრეთ, რომ პროცესი იყო და მიხეილ კალანდია მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო. 10 საათიდან ისინი ჩემთან სატელეფონო კონტაქტზე იყვნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ სახლიდან მიხეილთან ერთად და ნახევარი საათის შემდეგ მაცნობეს, რომ ის დააკავეს," - განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო