გია ვოლსკი - გამოვრიცხავ, რომ თენგიზ კალანდიას მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ჰქონოდა ადგილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის განცხადებით, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამის განცხადების სისწორეში ეჭვი ეპარება.

როგორც გია ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფიზიკური ზეწოლა კანონით დასჯადია და არერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც მსგავსი გადაცდომის შემთხვევაში ძალოვანი უწყების წარმომადგენელს კანონის წინაშე პასუხი უგია. გია ვოლსკის თქმით, აღნიშნულ განცხადებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იკვეთება, მათგან ერთ-ერთი კი მიანიშნებს, რომ კალანდიას ხელს არავინ აფარებდა. აღნიშნულის მიუხედავად, პარლამემტის ვიცე-სპიკერი ყურადღებას გამოძიების დასრულებასა და სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის მნიშვნელობაზე ამახვილებს.

"ამ განცხადების მთავარი ნიშნები უნდა განვიხილოთ. ზეწოლა, მითუმეტეს ფიზიკური, კანონით არის დასჯადი და ასეთი ბევრი ფაქტი გვქონია, როდესაც ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა აგო პასუხი, ასეთი ტიპის გადაცდომა მოახდინა. პოლიტიკურ განცხადებას ეს თემა არ ექვემდებარება, თუმცა ასეთი მტკიცება იმასაც ადასტურებს, რომ ხელის დაფარება კი არა, არამედ მისგან გარკვეული აღიარების მიღებასაც ცდილობდა მავანი, როგორც ამას განმცხადებელი ამბობს. მე გამოვრიცხავ, რომ ფიზიკურ ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, თუმცა შეიძლება გარკვეული გადაცდომები, შეცდომები დაშვებულ იქნა, მაგრამ მთავარია, სასამართლომ დამაჯერებელი ვერდიქტი მიიღოს და ამის მერე შეფასდეს, რა პროცესი იყო და როგორ მიდიოდა გამოძიება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ განაცხადა, პოლიციელები სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მას და მის ბრალდებულ შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "პოლიციელები ფიზიკურად გამისწორდნენ, ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც"- აღნიშნა თენგიზ კალანდიამ. საუბარია იმ პერიოდზე, როცა თენგიზ კალანდია დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, შვილებთან ერთად დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო