“ევროპული საქართველო“ “თიბისის“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის განხილვის დაჩქარებას ითხოვს

“ევროპული საქართველო“ პარლამენტისგან “თიბისის“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის განხილვის დაჩქარებას ითხოვს.

საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა სერგო რატიანმა დასვა.

“ვხედავთ, რა მნიშვნელობა ჰქონდა პარლამენტის მხრიდან ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებას. სხვა მიმართულებით არის ინიციატივები, ეს “თიბისის“ და “თიბისი ჯგუფთან“ დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. დავაჩქაროთ ამ მიმართულებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა. ვხედავთ, რომ პარლამენტის ეს ბერკეტი არის ქმედითი და ის ადრე თუ გვიან თავის შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა სერგო რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

“ევროპულმა საქართველომ“ მარტის თვეში წარადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც “თიბისი“ ბანკსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო