შარტავას ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, ერთ-ერთმა პირმა ფეხის ტრავმა მიიღო.
ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
იხილეთ ვიდეო: კადრები შარტავას ქუჩიდან, სადაც მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა