ლუკა კალანდია - არ გამოვრიცხავთ, რომ საზოგადოების მხრიდან ნეგატიური ტალღისგან თავის დასაღწევად, მე და მამაჩემიც დაგვაკავონ

მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია მისი და მამამისის დაკავებასაც არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამის მიზანია, რომ მათი ასპარეზიდან ჩამოშორება მოხდეს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ოჯახი თანამშრომლობდა გამოძიებასთან. არც ერთი წამი არ ვამტკიცებდით და ვამბობდით საწინააღმდეგოს, იმდენად დიდი ტრაგედია იყო მომხდარი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო სიმართლე, მაგრამ მივიღეთ ის, რომ გაირკვა ე.წ. სიმართლე.

რაც შეეხება ფიზიკურ ზეწოლას, 3 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გვცემდნენ. მე მესმოდა პირადად, როგორ ცემდნენ მამაჩემს, მამაჩემსაც ესმოდა, მე როგორ მცემდნენ, ჩემი ძმაც უმოწყალოდ სცემეს და რომელ არასრულწლოვანთა უფლებებზეა საუბარი, ვინმეს რომ მიხეილისთვის ხელი დაეფარებინა, როგორ ფიქრობთ, ვინმე ხელს აწევდა ჩვენზე? იმიტომ გვცემდნენ, რომ დანაშაულის დაფარვის ასპექტში ყველამ კარგად იცის, რომ დააკავეს ჩვენი მეგობრები, უდანაშაულო მეგობრები.

არ გამოვრიცხავთ, საზოგადოების მხრიდან მსგავსი ნეგატიური ტალღისგან თავის დასაღწევად, ჩვენ დაგვაკავონ იმისათვის, რომ ჩამოგვაშორონ ასპარეზიდან. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. იმ პირების სახელი და გვარებიც არის ცნობილი, თუ არ დაგვცალდა და დაგვაკავეს, ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდებთ",- განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა