ზაზა გაბუნია - გაერო-ს რეზოლუციის მიღება არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, თითქოსდა საქართველო რადარებიდან გაქრა

გაეროს რეზოლუციის მიღება არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, თითქოსდა საქართველო რადარებიდან გაქრა, - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას -აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

ზაზა გაბუნიას განმარტებით, გაეროს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების და ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა ოკუპანტი სახელმწიფოს პოლიტიკაზე და დიპლომატიურ ხრიკებზე, ამ კონკრეტულ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საბრძოლო ველზე.

„აქტიური სამუშაო ჩატარდა გაეროს რეზოლუციაზე სახელმწიფოთა მხრიდან მხარდაჭერის მოსაპოვებლად და აღნიშნული რეზოლუციის არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოსთან ერთად, რეზოლუციის ინიციატორი გაერო-ს 40-ზე მეტი წევრი ქვეყანაა, რაც დოკუმენტს მათ კუთვნილებადაც აქცევს და ეს საქართველოს მიმართ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა. რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე და რეზოლუციის მიღება, არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, საქართველოს რადარებიდან თითქოს გაქრობის თაობაზე.რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ასევე, ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას“, - წერს ზაზა გაბუნია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო