სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ცენტრზე - მინდა მივმართო მათ, ვინც "ფეიკ ნიუსებს" ავრცელებს - მოვიდნენ აქ და გაიგებენ, როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი მეზობელი სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო დაზიანდეს

საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის განსაკუთრებით საშიში კულტურების ეროვნული საცავი, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიისა და გენომის ლაბორატორიები დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უმასპინძლეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრეზიდენტს ცენტრის განვითარების ისტორია, სტრატეგიული მიზნები და მუშაობის პრიორიტეტები გააცნო.

ამირან გამყრელიძემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ლუგარის ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის მიმართულებების შესახებ, რომლის ძირითადი ფუნქციებია: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები) დიაგნოსტიკა, მორფოლოგიის, კულტურალური თვისებების, ბიოქიმიის შესწავლა; მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკების და სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან კმაყოფილი და გაოცებულია იმით, რომ საქართველოში ამ დონეზე დგას დღეს დაავადების პრევენცია, მისი მართვა და ყველანაირი შესაძლო ინფექციების კონტროლი.

"ამ კუთხით საქართველო გამორჩეულია მთელ რეგიონში და ეს ლაბორატორია თავისი სტანდარტებით ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიაა და ამერიკის ატლანტას ცენტრთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ საყოველთაოდ აღიარებულია მისი სტანდარტები და ტექნოლოგიები. აქ ყველაფერი დაცულია უმაღლესი სტანდარტებით, ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. აქ ვართ ევროპაში და ევროპაში ვართ ამერიკის დახმარებით. ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი საქმე კეთდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თანამშრომლებს და მივმართო მათ, ვინც "ფეიკ ნიუსებს" ავრცელებს - მოვიდნენ აქ, ნახონ და გაიგებენ როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი მეზობელი სხვადასხვა ქვეყნიდან და დიდი მეზობლისგან, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს და არა იმისკენ, რომ საქმე გაკეთდეს", -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა