სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრეს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით ICRC-ის პროგრამებსა და სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრებზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) საქმიანობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კოორდინატორი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და მათი ოჯახების თანადგომის საკითხებში ლინა მილნერი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, სასწრაფო და გეგმური სამედიცინო ევაკუაციისა და ოჯახური კავშირების აღდგენა/შენარჩუნების მიმართულებით თანამშრომლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა