ირაკლი ჩიქოვანი - გაეროს ასამბლეის რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს იძულებით გადაადგილებული პირების უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში

გაეროს ასამბლეის რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს იძულებით გადაადგილებული პირების კუთვნილების უფლებას, მათ უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში მიუხედავად ეთნიკურობისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა გაეროს ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ დოკუმენტში საუბარი იყო იმ ფატალურ და უმძიმეს შემთხვევებზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰქონდა ადგილი.

„უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ეს არის უდიდესი საერთაშორისო ფორუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ხაზგასასმელია, ის ფაქტი და გარემოება, რომ არა მხოლოდ მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა გენერალურ ასამბლეაზე, არამედ გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ავტორები არიან ამ დოკუმენტის და საქართველოსთან ერთად ბევრი სხვა სახელმწიფოც გამოდის ამ დოკუმენტის ავტორად. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა განხილვების დროს. ნიშანდობლივია და ხაზს გავუსვამდი იმას, რომ საუბარი იყო იმ ფატალურ და უმძიმეს შემთხვევებზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰქონდა ადგილი, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო საერთაშორისო არენაზე განაგრძობს საკუთარი დღის წესრიგის შეთავაზებას და ჩვენი ქვეყანა ძალიან აქტუალურია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნულ კომენტარს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა