პრეზიდენტი „ბაქტერიოფაგს“ და ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი ელიავას სახელობის კვლევით ინსტიტუტ „ბაქტერიოფაგს“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა.

​როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტმა „ბაქტერიოფაგში“ ფაგოთერაპიის ცენტრი, სასწავლო ლაბორატორიები, მუზეუმი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში სტუდენტების სწავლების მეთოდებს, სასწავლო გაცვლით პროგრამებსა და სამომავლო დასაქმების სქემას გაეცნო და სიმულაციის ოთახი, ბიბლიოთეკა, კოლეჯი და უნივერსიტეტის სტუდენტების სალექციო აუდიტორიები დაათვალიერა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს