ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის  პროექტი „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ აამოქმედა

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის პროექტი „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ აამოქმედა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს შეისწავლიან. მათი ინფორმაციით, პროგრამა, რომელსაც მოსწავლეები გაივლიან, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის რუსუდან ქუთათელაძის ხელმძღვანელობით შემუშავდა.

რუსუდან ქუთათელაძის თქმით, პროექტის პირველი ექსპრესკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი თემა „რა არის ბიზნესი“ იყო. მისივე ინფორმაციით, ექსპრესკურსი თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა სკოლის 54-მა მოსწავლემ გაიარა და მათ შესაბამისი სერთიფიკატებიც გადაეცათ.

„პროექტის მიზანია, გზა გაუკვალოს ახალგაზრდებს, რომლებიც უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. მიღებული ცოდნა მათ აუცილებლად გამოადგებათ პროფესიის უკეთ დაუფლებაში. ეს ერთგვარი ხიდია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. პროექტში მონაწილეობა, სრულიად უსასყიდლოდ, რუსთავისა და თბილისის სკოლებს შევთავაზეთ. გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ყველა მსურველის ჩართვა ვერ მოხერხდა, რადგან მოსწავლეთა მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მიღების საშუალება გვაქვს. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. რაც მთავარია, ყველა შეხვედრა ინტერაქტიული იყო და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, თამამად გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ - ჩვენმა პროექტმა გაამართლა“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

მოსწავლეთა მაღალი დაინტერესების გათვალისწინებით, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრისთვის“ სამიზნე ჯგუფების მობილიზებას საქართველოს რეგიონებშიც გეგმავს. მოსწავლეთა მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური უნივერსიტეტი რეგიონების სკოლებს ექსპრესკურსებს ონლაინ რეჟიმშიც შესთავაზებს.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან