პროკურატურაში არ საუბრობენ, დაიბარებენ თუ არა დაკითხვაზე თენგიზ კალანდიას და დაიწყება თუ არა ძიება სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომაზე

პროკურატურაში არ აკეთებენ კომენტარს, რამდენად შეიძლება დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელშიც სამართალდამცავების მიერ მისი და მისი შვილების ცემაზე საუბრობს, დაკითხვაზე დაიბარონ.

კალანდიას მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შემდეგ, სააგენტო საგამოძიებო უწყებისგან დაინტერესდა, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტზე ძიება დაიწყოს, თუმცა უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა. კალანდიამ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მისი დაკავების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ დროს ჩვენება ფიზიკური ზეწოლის საფუძველზე მიაცემინეს.

„ჩემზე ფიზიკური ზეწოლა იყო, თან ისე, რომ ჩემს შვილებს გაეგოთ. ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც. ჩემს შვილებს ემუქრებოდნენ არასრულწოვანი დის და დედის დაჭერით, თან მცემდნენ, ჩემი შვილები ცალკე ცემეს. ჩვენი ჩვენება, არც ერთი არაა ჩვენი დაწერილი. ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მოგონილია, რათა თავიანთი სკამები შეენარჩუნებინათ. სარალიძეც და კალანდიას ოჯახიც სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ყველა გამოიყენეს! იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებმაც მცემეს, შემიძლია. გვარიც, სახელიც ვიცი და ხელსაც დავადებ, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ცემაში. უბრალოდ, ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა“, - აცხადებს თენგიზ კალანდია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო