აუდიტის სამსახური - ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშგებაში 1997-2007 წლებიდან ირიცხება 1 მლნ ლარის  კრედიტორული დავალიანება, რომლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია სამინისტროში არ იძებნება

ეკონომიკის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში 1997-2007 წლებიდან ირიცხება 1 მლნ ლარის ღირებულების კრედიტორული დავალიანება, რომლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია სამინისტროში არ იძებნება,-ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში 2009 წლიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვა­-ანგარიშგების კუთხით კვლავ შეინიშნება სისტემური ხარვეზები. კერძოდ, ისევ გამოწვევად რჩება: ხანდაზმული და გაურკვეველი წარმოშობის დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებები; აქტივების აღრიცხვა/შეფასება; გამართული და რეგულარული ინვენტარიზაციის ჩატარება.

აუდიტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშში კონკრეტულ უწყებებში გამოვლენილი დარღვევებიცაა მოყვანილი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 1997-2007 წლებიდან ირიცხება 1 მლნ ლარის ღირებულების კრედიტორული დავალიანება, რომლის მაიდენტიფიცირებელი პირველადი დოკუმენტაცია სამინისტროში არ იძებნება. შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სათანადო შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, დაექვემდებარება ჩამოწერას.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსური აუდიტით დადგინდა, რომ სამინისტროს ბალანსზე 1997-2008 წლებიდან ირიცხება 193 მლნ ლარის დებიტორული დავალიანება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სათანადო შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, დაექვემდებარება ჩამოწერას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსური აუდიტით კი ირკვევა, რომ სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეებზე 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ფულადი სახსრების ანალიზისას გამოიკვეთა თაღლითობის მაღალი რისკის შემცველი გარემოებები. კერძოდ: სხვადასხვა ან ერთსა და იმავე საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა სხვადასხვა/რამდენიმე საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მიმღებ პირზე (ყოფილ თანამშრომლებზე) თანხები, თანამშრომლების გათავისუფლების შემდგომ თვეში/თვეებში. 2017 წელს ამ მიზნით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა, სავარაუდოდ, 140.5 ათასი ლარი.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. დოკუმენტს თავდაპირველად პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) განიხილავს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხოდომაზე გავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო