სამეგრელოში 67,460 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

24-30 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ურთაში, ცაცხვში, ოდიშში, წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, ქალაქ ფოთში და მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ჯამში აღმოჩენილია უაქციზო სიგარეტის 67,460 ღერი.

მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა