„ევროპული საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

იუსტიციის სამინისტროს განცხადება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში ვანო მერაბიშვილის შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ტყუილებს შეიცავს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კანდელაკმა იუსტიციის სამინისტროს განცხადების რამდენიმე ნაწილზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მან მედიას ევროსაბჭოს კომიტეტის რეზოლოუციის ასლიც წარუდგინა.

"მე ხელთ მაქვს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება და მინდა იუსტიციის სამინისტროს განცადებაში გამოვყო რამდენიმე ტყუილი: პირველი ტყუილი-იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიება მოიწონა. ეს არის ტყუილი.მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გამოძიება იყოს მასშტაბური და სწრაფი, რათა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში დამნაშავეები დაისაჯონ. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, როდესაც მას აშანტაჟებდნენ - ბატონი ფარცხალაძე და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი. მეორე ტყუილში იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თითქოს მინისტრთა კომიტეტმა ნორმალურად მიიჩნია ის, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. არადა პირიქით , გადაწყვეტილებაში შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. მესამე ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ თითქოს მინისტრთა კომიტეტი ამ საქმის აღსრულების განხილვას აღარ დაუბრუნდება სექტემბერში, არადა გადაწყვეტილებაში პირიქით წერია და აღნიშნულია, რომ 30 სექტემბერს სწორედაც რომ დაუბრუნდება მინისტრთა კომიტეტი ამ საქმის აღსრულების დისკუსიას. ბოლოს, მეოთხე ტყუილი - იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში, სხვა ტყუილებიც არის იუსტიციის სამინისტროს ამ მოკლე განცხადებაში, სრულიად არასწორად არის ინტერპრეტირებული საკუთრივ ვანო მერაბიშვილის საქმე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითქოს კანონიერად მიიჩნია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ევროსასამართლომ მაშინ, როცა გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობა იყო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სხვა პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და მე შეგახსენებთ, რომ მე-18 მუხლთან დაკავშირებით ეს ევროსასამართლოს პრაქტიკაში, მის ისტორიაში მე-6 გადაწყვეტილება იყო",-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ევროპული საქართველო" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მსგავსი საკითხების ლობირების ნაცვლად, საკუთარი რესურსები საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების ლობირებას მოახმაროს.

„ გუშინ გაიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბატონი პომპეოს ვახშამი აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებთან, რომელსაც ესწრებოდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის პრეზიდენტი და ამ ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ვახშამზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო, მიწვეული არ იყო. ამაზე დახარჯონ დრო და ენერგია, ვიდრე ევროსასმართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ ბრძოლზე",-აცხადებს კანდელაკი.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო