ანონსი 6 ივნისი

6 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისასალმებელი სიტყვით გახსნის რეგიონალურ კონფერენციას - „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

6 ივნისს, 11:00 საათზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „გირჩის“ ოფისში პრეკონფერენციას გამართავს. თემა: გირჩი ახალ ტელევიზიას და ვებგვერდს უშვებს.

მის.: ბესიკის ქუჩა 4, სართული 3, ოთახი 312.

საკონტაქტო: ელენე მეგრელიშვილი - 571010200

6 ივნისს, 11:00 საათზე, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ და ადვოკატები ზაზა ხატიაშვილი და ფრიდონ სიხუაშვილი გამართავენ ბრიფინგს პოლიციაში ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის გახშირებული ფაქტებისა და არაეფექტური გამოძიების შესახებ.

მის: კანდელაკის ქუჩა N 23.

საკონტაქტო: 599 885468/28

6 ივნისს, 11:00 საათზე, EMC-ის წარმომადგენლები და მაჩალიკაშვილების ოჯახი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ორგანიზაციამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა.

მის.: ირ. აბაშიძის 12 ბ

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

6 ივნისს, 11:00 საათზე, "თავისუფალი საქართველო" მხარდამჭერებთან ერთად, ჩალაურების ოჯახის გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით აქციას გამართავს.

მის: ვაჟა ფშაველას II კვარტალი, კორპუსი 30

საკონტაქტო: 599968088 თენგიზ ომანიძე

6 ივნისს, 11:30 საათზე, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ინტერესების დამცველი, უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების ბებიები, უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრები - პრეზიდენტისა და ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელი, უკრაინელი პედიატრი და სოციალური მუშაკი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

6 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტის, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: გაძვირებული საწვავი. ლარის კურსი.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

6 ივნისს, 12:00 საათზე, 20 ოპოზიციური პარტიის ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

თემა: საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობა და ცვლილებისათვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერის პრეზენტაცია.

მის: „ქორთიარდ მერიოტი“ (ბალრუმი).

საკონტაქტო: თამარა ჯინჭარაძე 551 66 25 25

6 ივნისს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართველოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

მის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მარშალ გელოვანის #6)

6 ივნისს, 12:30 საათზე, ახლად რეაბილიტირებული ქუთაისის #10 საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნება.

ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ენტონი უელჩერი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგენიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

6 ივნისს, 13:00 საათზე, ფესტივალ Echowaves-ის ადმინისტრაცია სასტუმრო „რუმსში“ პრესკონფერენციას გამართავს.

6 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის №162 ბრძანებაზე კომპანიების ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების შესახებ მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

მის: ინგოროყვას ქ. #7, მე-5 სართული

6 ივნისს, 19:00 საათზე, „გალერია თბილისში“ მდებარე რესტორან Chaikhana Bazar -ში გოლფის საერთაშორისო ტურნირის Taste and Play პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. #2/4, მე-4 სართული

6 ივნისს, 19:00 საათზე, ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი, დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს. მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები სხვადასხვა ინდუსტრიებიდან და ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.

მის: დიდი ბრიტანეთის საელჩო, კრწანისის ქ.51

საკონტაქტო: ლიკა შავიაშვილი-595 330 150

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს