სოსო ცინცაძე „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობას ეხმაურება

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობას დაესწრო და განაცხადა, რომ დიდი ხანია საქართველოში ასეთი ორგანიზებული და დისციპლინირებული ყრილობა არ ჩატარებულა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ბურჯანაძის ყრილობაზე მე მოწვეული ვიყავი, როგორც ექსპერტი სტუმრის რანგში. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ორგანიზებული, დისციპლინირებული, ვიზუალურად ეფექტური, სოლიდური და კომპაქტური ყრილობა ძალიან შთამბეჭდავი იყო. წლებია, საქართველოში ასეთი საქმიანი ყრილობა არ ჩატარებულა. განსაკუთრებით მომეწონა სიტყვით გამომსვლელთა პათოსი, არ იყო არც გადაჭარბებული ურა-პატრიოტიზმი და არც გამაღიზიანებელი, დროში გაწელილი, რაც როგორც წესი ყრილობების დროს ახასიათებთ გამომსვლელებს. რაც შეეხება დარბაზს, სოლიდურობა ნამდვილად იგრძნობოდა.

დღეს საქართველოს ხელისუფლებას აკლია მძიმე წონოსანი პოლიტიკოსები, არ ჰყავთ ასეთები. ამ მხრივ ნინო ბურჯანაძე ერთადერთი უნიკალური შემთხვევაა. მას ერთნაირად წარმატებით უღებენ კარს როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. დიპლომატიაში ნინო ბურჯანაძეს ოქროს ფასი აქვს. ჩვენი პოლიტიკოსებიდან ზოგიერთი რუსეთისთვის არის შავ სიაში, ზოგიერთი ამერიკისთვის, ზოგიერთი ევროპისთვის. ეს ზღუდავს დიპლომატიის ეფექტს. ნინო ბურჯანაძეს ამ მხრივ თავისუფლება აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ეს რაც მას გამოარჩევს სხვებისგან“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე განმარტებით, ყრილობაზე ნინო ბურჯანაძის მთავარი გზავნილი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო.

„აკადემიურ წრეებში, სადაც მე ვმოღვაწეობ ხშირად განიხილება საკითხი თუ როგორ უნდა მოგვარდეს რუსეთთან ურთიერთობა, რა გზით უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები. ჩვენ, ყველა ერთხმად ვაღიარებთ რომ რუსეთთან სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ დიალოგი. მე ვარ დიპლომატიის თეორეტიკოსი და ძალიან კარგად მესმის დიალოგის აუცილებლობა.

ნინო ბურჯანაძეს აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ მას შეუძლია დიალოგის წარმართვა ქვეყნის მტკიცე პოზიციიდან. პარტიის ახალი სახელწოდებაც „ერთიანი საქართველო“ ამბიციის გამოძახილია, რომ მას უნდა და შეუძლია საქართველოს გამთლიანებას მიაღწიოს. ჩემი აზრით, ყრილობაზე გამომსვლელების და თავად პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის მესიჯი სწორედ ეს იყო, გამთლიანებული საქართველო. მთავარია, როგორ განავითარებს ნინო ბურჯანაძე პროცესებს, მისი მთავარი მესიჯები დარჩება ყრილობაზე თუ მას მოჰყვება რეალური ქმედითი ნაბიჯები, ამ ყველაფერს 2020 წლის არჩევნებზე ვიხილავთ“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს