გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, რეხის I ქუჩის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის, პატარა ტბის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 IV კვარტლის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, გიორგი მდივანის, ჯავახეთის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, II ხეივნის, შავიშვილის, წითლანაძის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, გაგარინის, დარასელიას, შარტავას და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, ვაზისუბნის, იმედაშვილის, ილია ოდიშელიძის, გაგარინის, არდაზიანის, ზოვრეთის, ოდესის, ზემო ვეძისის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, შანდორ პეტეფის და ალუბლების ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა