გია ვოლსკი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - იყო გამოძიებაში რაღაც ხინჯი. არაკომპეტენტურობასაც ვუშვებ, სადღაც შეიძლება დაშვებული იყო ისიც, რომ ამას ვიღაცა განგებ აკეთებდა

სახელმწიფო დონეზე უბედურება მოხდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვინმემ რომ ისპეკულიანტოს, ან რაღაც დააკლოს გამოძიებას, ან არასწორად თქვას, ან კიდევ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ არ გამოიტანოს სწორი დასკვნები, რასაკვირველია, ეს პოლიტიკურად ძალიან დამაზიანებელი იქნება არა მხოლოდ მმართველი გუნდისთვის, არამედ ქვეყნისთვის,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გამოძიებაში გარკვეული ხინჯი იყო.

„სასამართლო, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერდიქტს დაუსვამს, რომ ეს ადამიანი დამნაშავე იყო, ჩვენ მაშინ შევაფასებთ, იყო თუ არა დამატებითი არგუმენტები ამისათვის. იმ პერიოდში, გაუბედურებული , საცოდავი ზაზა სარალიძე რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება სწორს ამბობდა, შეიძლება არასწორს ამბობდა. შეიძლება მისგან მიღებული ინფორმაცია ახალგაზრდებისგან იყო ცალმხრივი. ამავე დროს, დიდი რაოდენობის ხალხისგან არავინ არ აძლევდა სწორ ინფორმაციას გამოძიებას. არც იმის წინააღმდეგი ვარ, რასაც თქვენ ამბობთ, რომ პროკურატურამ ცუდად იმუშავა. იყო გამოძიებაში რაღაც ხინჯი.

არაკომპეტენტურობასაც ვუშვებ, სადღაც შეიძლება დაშვებული იყო ისიც, რომ ამას ვიღაცა განგებ აკეთებდა, თუმცა ახლა შექმნილი სიტუაცია „განგებ აკეთებდა“-ზე წინ სწევს რაღაცის არასაკმარისობას. ყველაფერს თავი დავანებოთ, უბედურებასთან გვაქვს საქმე“,-აცხადებს გია ვოლსკი.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს