ლადო კახაძე - ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ვერის ბაღში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და „ქართული ოცნების“ წევრები.

მმართველი გუნდის კანდიდატმა ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები, დეტალურად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე და მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე. აქ რომ გხედავთ და ამდენს რომ გხედავთ, ვარ ძალიან ამაყი, რომ ბოლომდე დგახართ ჩემთან ერთად. არ იქნება არც დაღლა და არც გაჩერება. აუცილებლად, ერთად გავიმარჯვებთ და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მთაწმინდისთვის“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა