ირაკლი კობახიძე - სამართალდამცველ ორგანოებს სჭირდებათ განსაკუთრებული ზედამხედველობა

სამართალდამცველ ორგანოებს სჭირდებათ განსაკუთრებული ზედამხედველობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მათ მიმართ ზედამხედველობის განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე - „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ განაცხადა.

კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის მიერ ზედამხედველობის ფუნქციის გაზრდაზე ისაუბრა და აღნიშნული მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

„ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად შემუშავდა ეთიკის კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს დეპუტატების ანგარიშვალდებულების გაზრდას და ეთიკის სტანდარტების უკეთ დაცვას პარლამენტში. ასევე, გაძლიერდა ზედამხედველობის ინსტრუმენტები თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, გაფართოვდა ნდობის ჯგუფის მანდატი. სამართალდამცველ ორგანოებს სჭირდებათ განსაკუთრებული ზედამხედველობა, მათ შორის, იქედან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან თუ დარღვევასთან ყველაზე მეტად უნდა იყოს დაკავშირებული სამართალდამცველი ორგანოები. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ზედამხედველობის განხორციელებას. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც უკვე პრაქტიკაში ამოქმედდა. შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტენდენცია არის ძალიან დადებითი და საჭიროა ამ ტენდენიცია უფრო მეტად გაძლიერება“,- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმისთვის, რომ სათანადოდ მოქმედებდეს ზედამხედველობის ყველა ინსტრუმენტი მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის პარლამენტის აპარატის.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტი ამაყობს იმით, რომ არის განსაკუთრებულად გახსნილი მოქალაქეების მიმართ“,- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: სამართალდამცველ ორგანოებს სჭირდებათ განსაკუთრებული ზედამხედველობა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა