ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა კონსტიტუციის, რეგლამენტის დონეზე , რასაც კონკრეტული გამოხატულება აქვს პრაქტიკაში

ახალ წელს შევხვდით ახალი კონსტიტუციით, ახალი რეგლამენტითა და გაზრდილი შესაძლებლობებით საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რეგიონალური კონფერენციის „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ გახსნისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც ახალ რეგლამენტსა და კონსტიტუციაში საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით განხორციელდა.

„ახალ წელს შევხვდით ახალი კონსტიტუციით, ახალი რეგლამენტითა და გაზრდილი შესაძლებლობებით საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში. ეს ცვლილებები მოიცავს, მაგალითად, ინტერპელაციის დახვეწილ პროცედურას, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას. საქართველოში არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არ წარსდგებოდა პარლამენტის წინაშე რეგულარული ანგარიშებით. მოხარული ვართ, რომ ამ თვის ბოლოს პირველად ამოქმედდება ეს პრაქტიკა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება მთავრობის საქმიანობის შესრულების თაობაზე. ასევე, გამარტივდა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წესი და დღემდე თუ ეს უფლება მინიჭებული ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობას, ახლა ამ უფლებით ისარგებლებს საპარლამენტო ოპოზიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ჩვენ, ასევე, შემოვიღეთ მინისტრის საათის პროცედურა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა მინისტრი წელიწადში ერთხელ მაინც წარსდგება პარლამენტის წინაშე რეგულარული ანგარიშით და ეს პრაქტიკაც ძალიან კარგად მუშაობს უკვე.

ასევე, ოპოზიციას მიენიჭა კომიტეტის სხდომებზე მინისტრების დაბარების უფლება და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ფუნდამენტური ცვლილებებისა, რომელიც განხორციელდა როგორც კონსტიტუციის, ასევე რეგლამენტის დონეზე და ამ ყველაფერს კონკრეტული გამოხატულება აქვს პრაქტიკაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა