BTU-ს სტუდენტებმა დმანისის მუზეუმისთვის ინოვაციური აპლიკაცია შექმნეს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაცია დმანისის მუზეუმის ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, პირველი ევროპელები გაფართოებულ რეალობაში დაათვალიეროს.

„ჩვენი სტუდენტების მიერ გაკეთებული აპლიკაცია კარგი პრეცედენტია, თუ როგორ შეიძლება შეერწყას ერთმანეთს ისტორიული მასალა და ინოვაციური ტექნოლოგიები“, – ამის შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ანდრო რურუამ დმანისის მუზეუმში, ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პალტფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

აპლიკაციაზე უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა იმუშავა. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმა დამთვალიერებლის მოზიდვასაც შეაუწყობს ხელს:

„მეცნიერული ცოდნის წარდგენისთვის სხვადასხვა საშუალებას მივმართავთ ხოლმე, როგორც ტრადიციულს, ისე თანამედროვეს. ამ შემთხვევაში, ციფრული ტექნოლოგიები გამოვიყენეთ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ახალი ფორმით ახალი მნახველები მოვიზიდოთ,“ – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

ციფრული პლატფორმის პრეზენტაციას დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სტუმრები დადებითად აფასებენ აპლიკაციას და აღნიშნავენ, რომ იგი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას:

„ძალიან ვაფასებ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე, ჩვენთვისაც, დიპლომატებისთვის. მსგავსი რამ სხვაგან არსად მინახავს, უნიკალური იდეაა, ამიტომ ორმაგად დასაფასებელია,“ – აღნიშნა ელჩმა.

არტეფაქტების ერთიანი ვიზუალიზაცია, მათი პირვანდელი მდებარეობების შესაბამისად, საქართველოს სამუზეუმო სივრცისთვის უპრეცედენტოა და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა