მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონსა და ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საჯარო მმართველობის რეფორმა წარმოადგენს. თემაზე საუბრისას კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს რეფორმის კოორდინაციას და იკვეთება ხელშესახები შედეგებიც, რომელიც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო მმართველობის სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი მზადდება.

ამასთან, კახა კახიშვილმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველი კომიტეტის წევრად საქართველო სამი წლის ვადით აირჩიეს.

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა