ირაკლი კობახიძე - ლადო კახაძეს საპარლამენტო ცხოვრების გამდიდრება შეუძლია, მისი კონკურენტი შალვა შავგულიძე კრიტიკას ვერ უძლებს

დარწმუნებული ვარ, მთაწმინდის ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება - ლადო კახაძეს საპარლამენტო ცხოვრების გამდიდრება შეუძლია, რაც შეეხება მის კონკურენტს შალვა შავგულიძეს, კრიტიკას ვერ უძლებს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ლადო კახაძე იქნება სიახლე საქართველოს პარლამენტში.

„ის არის გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანი, რომელიც პარლამენტს გაამდიდრებს. სამწუხაროდ, სიძულვილით და აგრესიით არის გამორჩეული ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, მათ შორის საპარლამენტო ცხოვრება. ლადო კახაძეს პარლამენტში ამის საპირისპირო პრაქტიკის შემოტანა შეუძლია. მას შეუძლია საპარლამენტო ცხოვრების გამდიდრება. შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომ არჩევანი ლადო კახაძის სასარგებლოდ გააკეთოს. რაც შეეხება მის კონკურენტს შალვა შავგულიძეს, კრიტიკას ვერ უძლებს მისი განცხადებები, განსაკუთრებით ბოლო დროის განმავლობაში გაკეთებული. შალვა შავგულიძეს საზოგადოება იცნობდა როგორც გირგვლიანის საქმის ადვოკატს და ახლა პრაქტიკულად საკუთარი როლი მთლიანად შეატრიალა, რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

9 ივნისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე უპირისპირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა