ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტების შესწავლა ჩვენი მოთხოვნაა და ველოდებით პასუხს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებული რეკომენდაცია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აისახა და მას აღსრულება სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის ინფორმაციით, საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი იმ დოკუმენტზე გააკეთა, რომელიც “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის ალტერნატივად მოამზადა და დადგენილების სახით მიიღო.

„პარლამენტმა მიიღო დადგენილება და შესაბამისი სამართლდამცავი ორგანოებისგან - ეს ეხება შსს-სა და პროკურატურას, შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტების შესწავლა მოითხოვა. საუბარია სამოხელეო გადაცდომებსა თუ დანაშაულებზე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ველოდებით ამასთან დაკავშირებით პასუხს. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც საპარლამენტო დადგენილებში ჩაიდო და მას აღსრულება სჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო