რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიისა (2018 – 2025) და მისი სამოქმედო გეგმის (2018-2019) შემუშავებისთვის შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალურად შექმნილ ჯგუფში ამჯერად მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ჩართულობით გაიმართა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ სფეროში მომუშავე ექსპერტები მონაწილეობდნენ.

,,გაიმართა მორიგი შეხვედრა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილ ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფთან. ვიმსჯელეთ ქონების გადაცემის საკითხზე მუნიციპალიტეტებისთვის. განხილულ იქნა შემოთავაზება, რომელიც შესაძლებელია პირველივე ეტაპზე, წელსვე დაიწყოს. ამავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მომდევნო წლებისთვისაც, ეტაპობრივად, მოხდეს დამატებით ქონებების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის. საქართველოს მთავრობის მიზანია, თვითმმართველობების გაძლიერება და ყველანი ვთანხმდებით, რომ ამისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტებისთვის, როგორც დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების საშუალება უშუალოდ ადგილზე, ასევე იმ ქონების არსებობა, რომელიც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას მისცემს მათ,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

ამასთან, შეხვედრაზე სფეროს ექსპერტებმა, არასამთავრობო სექტორისა და სამინისტროების წარმომადგენლებმა მოსაზრებები გაცვალეს.

,,დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სწორედ იმიტომ, რომ თვითმმართველობა რეალური ქონებრივი ავტონომიის გარეშე წარმოუდგენელია, რაც დაადასტურა ჩვენი ქვეყნის გამოცდილებამაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი საკითხი. მივესალმები მთავრობის ძალისხმევას, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე, არამედ კონკრეტული ქმედებებით გამოიხატოს. არასამთავრობო სექტორისგან მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია, მაგრამ არ შეიძლება, არ დავინახოთ ის მზაობა, რომ განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები.“- აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ლევან ალაფიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით მომზადდა. სტრატეგიის მთავარი პრინციპებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფა.

სტრატეგიის მომზადების პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. მასში ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველსა და ექსპერტს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა, რომლებსაც ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა