ირაკლი კობახიძე გენპროკურორად ნათია მეზვრიშვილის შესაძლო დანიშვნაზე - ნაადრევია კონკრეტულ სახელ-გვარებზე საუბარი, აქედან გამომდინარე, ამას მორიგ სპეკულაციას დავარქმევდი

ამ ეტაპზე როცა საერთოდ არ დაწყებულა პროცესი, ნაადრევია კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი, აქედან გამომდინარე ამას დავარქმევდი მორიგ სპეკულაციას, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაძლოა შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი დაინიშნოს.

პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას იმ ზოგად კრიტერიუმებზე ამახვილებს, რომელსაც გენერალური პროკურორი უნდა აკმაყოფილებდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, გენპროკურორის შერჩევა ხდება პროცედურების საფუძველზე, ჯერ საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს კანდიდატურა და ამის შემდეგ უნდა წარუდგინოს პარლამენტს. ვიდრე ამ პროცედურას არ გავივლით, გაგვიჭირდება კონკრეტული განცხადების გაკეთება. დაველოდოთ საპროკურორო საბჭოს.

ზოგად კრიტერიუმებს რაც შეეხება, გენერალური პროკურორი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ის მიუკერძოებლად უნდა ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს. მჯერა, ჩვენ მოვახერხებთ ისეთი პროკურორის არჩევას, რომელიც ასეთი პრინციპით იმუშავებს. ამ ეტაპზე როცა საერთოდ არ დაწყებულა პროცესი ნაადრევია კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი, აქედან გამომდინარე, ამას დავარქმევდი მორიგ სპეკულაციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში