ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ავანტიურისტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 1 მლნ 150 ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქე დაგვიტოვა - ასეთია მიხეილ სააკაშვილის დახმარება სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

პარლამენტის სპიკერმა აქვე დასძინა, რომ უკრაინას ასეთი დახმარება არ სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილი არის ავანტიურისტი. რაც შეეხება მისი მხრიდან უკრაინის დახმარებას, კარგად ვიცით, როგორ დაეხმარა საქართველოს სახელწიფოს, როცა ხელისუფლებაში იყო. სწორედ მას უკავშირდება უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც 2012 წლამდე ჩამოყალიბდა ტერიტორიების დაკარგვით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, ეკონომიკური პრობლემებითა და სიღარიბით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო