ოთარ ანგურიძე ე.წ. ოქროს სიაზე - კითხვის ნიშნებს ბადებს, თუ რატომ მოხდა თავიდან ამ სიაში შემავალი კომპანიებისათვის ამგვარი შეღავათები

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის და ამ ფონზე გაუგონარია რამ განაპირობა, რომ მსხვილი ბიზნესი გახდა უპირატეს მდგომარეობაში ე.წ. "ოქროს სიის" საშუალებით, რომლითაც მსხვილი კომპანიების ნაწილი სარგებლობდა საბაჟო გადასახადის გადავადებით, - ამის შესახებ ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კითხვის ნიშნებს ბადებს, თუ რატომ მოხდა თავიდან ამ სიაში შემავალი კომპანიებისათვის ამგვარი შეღავათები. იმისათვის რომ მივიღოთ სწორი ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის არც ერთი სახეობა არ უნდა იყოს პრივილეგირებულ სიტუაციაში და დამყარდეს სამართლიანი, კონკურენტული გარემო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ახალ რეალობასთან ადაპტირებისათვის მიეცემათ 30- დღიანი ვადა, რაც სავსებით საკმარისი დრო არის და არ წამოადგენს არანაირ ტვირთს ბიზნესისათვის“, - წერს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა, 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს