ბორის კაკუბავა - ჩემი შვილიშვილი დამნაშავე არ არის და მას ღმერთი იცავს

ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთი იცავს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბაბუამ ბორის კაკუბავამ განაცხადა. კაკუბავა სასამართლოში იმყოფება, სადაც მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა უნდა ჩატარდეს.

ბორის კაკუბავას თქმით, მისი შვილიშვილის დაკავების ინტერესი როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას ჰქონდა.

„ჩემი შვილიშვილი არ მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. ყველაფერი გაირკვევა. ალბათ ყველას ინტერესშია რომ დააკავეს- ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი კი არის ამ ქვეყნის დამხობა და ამოტრიალება. ჩემი შვილიშვილი არაა დამნაშავე და მას ღმერთი იცავს", - განაცხადა ბორის კაკუბავამ.

რაც შეეხება მის მიმართ არსებულ ბრალდებებს, რომ მოწმეებზე ზემოქმედებას ის თავად ახდენდა, კაკუბავას თქმით, ეს ცრუ ბრალდებებია.

"ტყუილი ბრალდებებია ჩემს მიმარათაც, რომ მოწმეებზე ვახდენდი ზემოქმედებას. არავითარი ფაქტი არ არსებობს", - განაცხადა ბორის კაკუბავამ.

იხილეთ ვიდეო: ბორის კაკუბავა - ჩემი შვილიშვილი დამნაშავე არ არის და მას ღმერთი იცავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა