„ბილაინმა“ კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა

„ბილაინმა“, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, თბილისში, თორნიკე ერისთავის #6-ში კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ახალ ოფისში მომხმარებელს შეუძლია: მიიღოს ინფორმაცია „ბილაინის“ კორპორატიული მომსახურების შესახებ, გააფორმოს კონტრაქტი და შეიძინოს სხვადასხვა სახის მოწყობილობა.

„ბილაინის“ კორპორატიული მომსახურება განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის და მოიცავს: მომსახურებების ფართო სპექტრს; ინდივიდუალურ მიდგომას; კორპორატიული აბონენტების საქმიანობის სფეროსა და ბიზნესსექტორზე მორგებულ შეთავაზებებს; სატელეფონო ნომრის დაყენების შესაძლებლობას ინტერნეტის ქსელის გამოყენებით, კერძოდ კი VoIP ტექნოლოგიის მეშვეობით. „ბილაინის“ კორპორატიული აბონენტები ასევე სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით მოწყობილობებზე.

კორპორატიული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ : https://www.beeline.ge/business/ “ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო