რელიგიის საკითხთა სააგენტო სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიას და სახარების რწმენის ეკლესიას ამაღლების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს ამაღლების დღესასწაულს ულოცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, დღეს მაცხოვრის ამაღლებას სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ზეიმობს - სახარების სწავლების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა ყველასთვის ექადაგათ სახარება და მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.

„ასევე დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად გამოეცხადა მათ, მოუწოდა, ექადაგათ სახარება და მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს.

ამასთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს. ამაღლება აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მოწაფეთა თვალწინ, იესო ქრისტეს გამოცხადებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარმა მოწაფეებს მოუწოდა, ექადაგათ სახარება და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს