გიგი უგულავა - გიხაროდენ, მივიღეთ ქვეყანა, სადაც პირადი გარემოცვა ხვდება უმაღლეს თანამდებობაზე და ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა უზენაესი სასამართლო

გიხაროდენ ხალხნო, ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც პირადი გარემოცვა ხვდება სახელმწიფო სამსახურში უმაღლეს თანამდებობაზე და ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა უზენაესი სასამართლო, რადგან ფორმალურადაც აღარ იცავს „ქართული ოცნება" და ივანიშვილი იმ წესს, რომ დისტანცირებული იყოს სასამართლო პოლიტიკური პროცესებისგან,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

უგულავას შეფასებით, აღნიშნული ქმედება თავხედობაა და "ოცნება" ამას იქამდე შეძლებს, ვიდრე ქართული საზოგადოება საშუალებას მისცემს.

„ჩვენი ქვეყნის სირცხვილად ჩამოყალიბდა შემდეგი ფაქტი - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი არის ივანიშვილის პირადი ექიმი, დაცვის უფროსი არის დაცვის სამსახურის უფროსი, მეორე დაცვის უფროსი- სუს-ის უფროსი, პირადი ასისტენტი იყო პრემიერ-მინისტრი, ახლა პირადი ვექილი ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამაზეა, გიხაროდენ ხალხნო, ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც პირადი გარემოცვა ხვდება სახელმწიფო სამსახურში უმაღლეს თანამდებობაზე და ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა უზენაესი სასამართლო, რადგან ფორმალურადაც აღარ იცავს "ქართული ოცნება" და ივანიშვილი იმ წესს, რომ დისტანცირებული იყოს სასამართლო პოლიტიკური პროცესებისგან. ეს არის თავხედობა და ამ თავხედობას "ქართული ოცნება" და ივანიშვილი მანამდე შეძლებენ, სანამ ამის საშუალებას ქართული საზოგადოება მისცემს",- განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას მიაჩნია, რომ მთაწმინდის არჩევნები სწორედ იმ კონტექსტშია მნიშვნელოვანი, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლოსთან დაკავშირებით ის ქმედებები არ განახორციელოს, რომელიც დაგეგმილი აქვს.

„საკითხი დგას ზუსტად ასე - შალვა შავგულიძე გაიმარჯვებს და ივანიშვილს მონსტრების კორპორაციის ბოლომდე კორონაცია უზენაეს სასამართლოში გაუჭირდება, ხოლო შავგულიძე თუ ვერ გაიმარჯვებს, ივანიშვილს გზა ხსნილი ექნება იმისთვის, რომ თადუმაძე უზენაესში დანიშნოს და მთლიანად ჩააბაროს მურუსიძეს ჩვენი სასამართლო",- განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა