გიგი უგულავა გენპროკურორად ნათია მეზვრიშვილის შესაძლო დანიშვნაზე - ეს იმას ნიშნავს, რომ შსს-ს ეზო გახდება პროკურატურა

როცა კახა თარგამაძეს ჩააბარეს პროკურატურა, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიცია და პროკურატურა ერთმანეთის გვერდითაა, ღობე გაჭრა, რათა პროკურორი უკანა შესასვლელიდან შესულიყო შსს-ს შენობაში. დაახლოებით, ამ ტენდენციას ჰგავს თუ ქალატონი მეზვრიშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნა,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გავრცელებულ ინფორნაციას შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის მთავარ პროკურორად შესაძლო დანიშვნაზე.

უგულავას შეფასებით, თუ შსს-ს ეზო გახდება პროკურატურა, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.

„შევარდნაძის დაისი როცა დგებოდა, მაშინ მოხდა ზუსტად ის, როცა კახა თარგამაძეს ჩააბარეს პროკურატურა, მან გამომდინარე იქედან, რომ პოლიცია და პროკურატურა ერთმანეთის გვერდითაა, გაჭრა კარები, ღობე, რომ პროკურორი უკანა შესასვლელიდან შესულიყო შსს-ს შენობაში. დაახლოებით, ამ ტენდენციას ჰგავს, თუ ქალბატონი მეზვრიშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნა. ეს იმას ნიშნავს რომ შსს-ს ეზო გახდება პროკურატურა, ეს კი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, რადგან ძალაუფლების კონცენტრაცია იწვევს ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაღალ რისკს",- განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა