ლუკა კალანდია - მიხეილ კალანდიას დაკავების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, არც არსებობს და ვერც იარსებებს

მიხეილ კალანდიას დაკავების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, არც არსებობს და ვერც იარსებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახი მიხეილ კალანდიასთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მტკიცებულებები იგივეა რაც აქამდე იყო - არასაკმარისი მისი დაკავებისთვის. ველოდებით სამართლიან სასამართლოს, სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენი ოჯახის პოზიციას, პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატი გააჟღერებს. ჩვენ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ შევეგუებით, თუ მოსამართლის მხრიდან აღკვეთი ღნისძიების სახით პატიმრობა იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

რაც შეეხება მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს რკინის ნაჭერს ურტყამს, ლუკა კალანდის თქმით, ეს აბსოლუტური ტყუილია.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო