ადვოკატი - შესაძლოა, გენერალურმა პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს

შესაძლოა, გენერალურმა პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკრაინის დელეგაციას, საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. დელეგაციის წევრები ასევე, არიან: ფსიქოლოგები, პედიატრები, უკრაინის ბავშვთა საკითხების სამსახურის წარმომადგენლები და ბავშვების ბებიები.

„უკრაინის სახელმწიფოს მოთხოვნა ბავშვების დაბრუნების ნაწილში სრულიად ლეგიტიმურია. დღევანდელი ჩვენი მცდელობა, რომ ბავშვები წაიყვანონ ბებიებმა უკრაინაში, შესაძლოა დაკმაყოფილდეს და გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტოს ბავშვების სამშობლოში დაბრუნება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. თუ დადასტურდება ჩვენი მოლოდინი და ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბავშვები დღესვე გაემგზავრებიან უკრაინაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველომ ნახოს ამ უფლებადარღვეული ბავშვების სამშობლოში დაბრუნების კადრები,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ადვოკატის განცხადებით, იულია და იური სუსლიაკების ოჯახი უკრაინის ელიტარულ საზოგადოებას წარმოადგენს და პროკურატურას „წესიერად მოქცევისკენ“ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, ბავშვები სამშობლოში კარგ პირობებში, საკუთარ ბებიებთან იცხოვრებენ.

„ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ბებიები, ასევე ძიძები, კერძო მასწავლებლები. ცხოვრობენ არაჩვეულებრივ პირობებში. წარმოიდგინეთ, რომ ოჯახს ემსახურებოდა პრეზიდენტის პირადი მზარეული, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა მაგიდასთან ქცევის წესებს, ეტიკეტს. აი, ამ დონეზე ელიტარული ოჯახია. მინდა, ქართულმა პროკურატურამ გაიგოს, რომ საქმე დამნაშავეებთან კი არ აქვს, არამედ უკრაინის ელიტარულ საზოგადოებასთან და ცოტა წესიერად მოიქცნენ,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა