საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა მინისტრს დამატებითი კონსულტაციებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა მინისტრს, კომპანიების ე.წ. ოქროს სიის გაუქმებისა და იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის ცვლილების თაობაზე, დამატებითი კონსულტაციებისაკენ მოუწოდებს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მნიშნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ცვლილებების ამოქმედების ვადა გადაიწიოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის #162 ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც მნიშვნელოვნად იცვლება იმპორტიორთა მიერ გადასახადის გადახდის ვადა, რაც თავის მხრივ ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ცვლილების ამოქმედების ვადა ამ ეტაპზე გადაიწიოს და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, საგადასახადო გარემოსა და ადმინისტრირების გაუმჯობესების ფონზე, უკან გადადგმული ნაბიჯია.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში საგადასახადო გარემოსა და საგადასახადო ადმინისტრირების მუდმივი გაუმჯობესების ფონზე, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ცალსახად გამონაკლისი და უკანგადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავს საკანონმდებლო აქტებში ბიზნესთან სათანადო კონსულტაციების გავლისა და ერთობლივი ანალიზის გარეშე განხორციელებული ისეთი ცვლილება, რომელიც უშუალოდ ბიზნესსფეროს ეხება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს კომპანიების ყოველდღიურ, საოპერაციო საქმიანობაზე.

ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებულ ბრძანებაში ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ნაჩქარევია. შესაბამისად, იმედი გვაქვს დაიწყება ბიზნესთან პირდაპირი დიალოგი და კონსულტაციები აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით,“ - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა, 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო