მიხეილ კალანდიას ადვოკატი - სამართლიანი სასამართლოს პირობებში, გამამართლებელი განაჩენისთვის ვიბრძოლებთ

სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში, დაცვის მხარე ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანი კოტეტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა გამოიყენა, რასაც დაცვის მხარე არ იზიარებს.

„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ახალი მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველს შექმნიდა, არ არსებობს და სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში, დაცვის მხარე აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. თუ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობები გვექნება, აუცილებლად, ნებისმიერი დამკვირვებლისთვის ნათელი გახდება სრული ჭეშმარიტება, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - აღნიშნავს ანი კოტეტიშვილი.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა