პარლამენტის დელეგაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის თანაშემწეს, ალექს სოკოლოვსკის, მის კოლეგებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID) და სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის მუშაობა და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულმა პარლამენტის ახალმა საზედამხედველო ფუნქციამ. მხარეებმა სასამართლო კანონმდებლობის ბაზის გაუმჯობესებასა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებაც ისაუბრეს. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, ვიზიტის დროს გამოვლინდა სამომავალო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინიციატივები.

პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო