სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე მატჩზე მომხდარ ინციდენტზე ფეხბურთელებსა და კლუბებს სანქციები დააკისრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე მატჩზე მომხდარ ინციდენტზე ფეხბურთელებსა და კლუბებს სანქციები დააკისრა. უფრო კონკრეტულად 4 ივნისს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელა, მათ შორის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩხოროწყუს „სამეგრელოსა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის გამო ორივე კლუბი დაჯარიმდა 200-200 ლარით. ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელი ლანა ჯიქია და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ წევრი ანა გაბედავა დისკვალიფიცირებულნი არიან სამ-სამი მატჩით.

კომიტეტის გადაწყვეტილერბით, მე-15 ტურში ბოლნისის „სიონსა“ და „რუსთავს“ შორის მომხდარი ინციდენტის დროს გაძევებული ოთხი ფეხბურთელი - დავით თარგამაძე, ვილი ისიანი, ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე ოთხ-ოთხ მატჩს გამოტოვებენ და თითოეულ ჯარიმის სახით 1000 ლარს გადაიხდის, ისევე როგორც, ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხმალაძე, რომელიც ასევე ოთხ მატჩში ვერ დაეხმარება „სიონს“.

თბილისის ელიტლიგის გათამაშების 13-წლამდე ლიგაში „საბურთალოსა“ და „ავაზას“ მატჩის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მსაჯზე ფიზიკური თავდასხმის გამო საფეხბურთო სკოლა „ავაზა“ დაჯარიმდა 1000 ლარით და ერთწლიანი პირობითი სასჯელით. გარდა ამისა, „ავაზას“ გუნდი მომდევნო სამ შეხვედრას, მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ლიგა 4-ის მონაწილე სენაკის „ეგრისისა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო „სამეგრელო“ დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო ჩხოროწყუელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტს თორნიკე გაგუას 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო