აშშ ტაივანს 2 მილიარდი დოლარის იარაღს მიაწვდის

აშშ ტაივანისთვის ორი მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს მზადების ეტაპზე არსებულ გარიგებებზე, ვიდრე ინფორმაცია კონგრესს ოფიციალურად არ გადაეგზავნება. თუმცა, მოლაპარაკებების მიმდინარეობა არაპირდაპირ დაადასტურა ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა და ფაქტობრივად, პირდაპირ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ.

კონტრაქტი ითვალისწინებს ახალი მოდიფიკაციის ტანკების, ასევე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების მიწოდებას.

აღნიშნული დაგმო ჩინეთის მთავრობამ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა და საერთოდ, ფრთხილად მოეკიდოს ტაივანის საკითხს, რათა არ დაუშვას აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაუარესება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო