ამბროლაურის აეროპორტში მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი გაიმართება

7 ივნისს, ამბროლაურში, მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი, „მდგრადი განვითარება ყველასთვის“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფესტივალის პირველ ღონისძიებას - „მომავლის პორტალი“ ამბროლაურის აეროპორტი უმასპინძლებს. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნატახტარი - ამბროლაურის მიმართულებით, 7 ივნისს დამატებით ავიარეისი შესრულდება.

რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება: ნატახტარი - ამბროლაური: 08:00; ამბროლაური - ნატახტარი: 09:15; ნატახტარი - ამბროლაური: 18:30; ამბროლაური - ნატახტარი: 19:45.

ღონისძიების ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობით.

აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

ამბროლაურის აეროპორტში გამართულ ღონისძიებას, ასევე, დაესწრება საქართველოს წარჩინებული პარაოლიმპიელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში და საქართველოს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში ირმა ხეცურიანი.

აეროპორტის შემდეგ ფესტივალი ამბროლაურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა