სოფიო ხორგუანი - მთაწმინდის გამგეობა შეგვპირდა, რომ ბინის დაკანონების თაობაზე ოქროყანელთა პრობლემას მოაგვარებს

პარლამენტის შუალედური არჩევნების პირველ ტურში დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში ოქროყანელებთან შეხევდრებისას, გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც ეგრეთწოდებულ კოტეჯების მცხოვრებთა ნაწილს აწუხებს.ხორგუანის ინფორმაციით, საქმე ეხება საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხს, რომელსაც წლების განმავლობაში ვერ აგვარებენ.

ამ პრობლემის გადაწყვეტის და არადევნილის სტატუსის მქონე პირებისთვის ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების თხოვნით, სოფიო ხორგუანმა თბილისის მერს და მთაწმინდის რაიონის გამგებელს განცხადებით რამდენჯერმე მიმართა.

ხორგუანის ცნობით, დღეს მან მთაწმინდის რაიონის გამგეობისგან მიიღო პასუხი, რომლითაც დასტურდება, რომ მერია და გამგეობა ამ საკითხის მოგვარებაზე უკვე მუშაობს.

,,გამგებელ დავით კირკიტაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს, გამგეობის შუამდგომლობის გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განიხილავს. ამასთან, გამგეობაში შესული განცხადებების ძირითად ნაწილზე საქმის წარმოება დასრულებულია და შესაბამისი შუამდგომლობებიც გაწეული, წარმოებაში არსებულ რამდენიმე განცხადებაზე კი, მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოკვლევა. საქმის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმცხადებლებს წერილობით ეცნობებათ.“ - აცხადებს სოფიო ხორგუანი.

შეგახსენებთ, სოფიო ხორგუანი პარლამენტის შუალედურ არჩევნების პირველ ტურში, რომელიც მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართა, მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა