„ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს

„ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაისურაძის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განუცხადა, გადაწყვეტილება მაისურაძის თანხმობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება. ადვოკატის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი და უსაფუძვლოა.

“ფედერაციის გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევია, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან დასახელებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და განაჩენი არ არის დამდგარი. მაშინ, როდესაც ამ პირების ბრალეულობა არ არის დადასტურებული, ასეთ ვითარებაში ძალიან უსამართლო და დაჩქარებული გადაწყვეტილება აქვს ფედერაცია. პირობითად ხვალ ან ზეგ რომ გამართლდეს რომელიმე პირი, გამოდის, რომ ფედერაციამ წინმსწრებად, უსაფუძვლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება თუნდაც სასამართოს განაჩენს.

გასაჩივრებადია ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!